ნიკოლოზ ბასილაშვილმა თებერვლის შემდეგ პირველი შეხვედრა მოიგო

basilashvili

იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 347-ე ჩოგანს, ლიბანელ ჰადი ჰაბიბის ორ სეტში, 6:4, 6:1 სძლია.

პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე შეცდომას არ უშვებდნენ. ბასილაშვილმა გადამწყვეტი ბრეიქი მეათე გეიმში შეასრულა და სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელი სრულ უპირატესობას დაეუფლა და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი აღარ დაუტოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება ნიკოლოზისთვის პირველია მიმდინარე წლის 18 თებერვლის შემდეგ. მაშინ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე თურქი მეტოქე დაამარცხა. ამჟამად ქართველი მსოფლიო რეიტინგში 395-ეა.

ბერგამოს ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილი გადამწყვეტ მატჩს დღეს, 30 ოქტომბერს ბრიტანელ ბილი ჰარისთან გამართავს.