ნიდერლანდებმა აშშ დაჯაბნა და მერვედფინალში გავიდა

ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მერვედფინალში ჰოლანდიამ აშშ-ს ნაკრები 3:1 დაამარცხა.

მატჩის ულაპარაკო გმირი „ინტერის“ მცველი დენზელ დუმფრისი გახდა, რომელმაც პირველ ტაიმში ორ საგოლე გადაცემას (დეპაისა და ბლინდზე) მეორე ნახევარში გატანილი გოლიც მიუმატა.

პირველი ტაიმი ნიდერლანდელებმა 2:0 მოიგეს, მეორეში აშშ-მ სიტუაცია 76-ზე დაძაბა, თუმცა დუმფრისმა 81-ზე ევროპელებს გამარჯვება გაუნაღდა.

შედეგად, ჰოლანდიის ნაკრები პირველი მეოთხედფინალისტი გახდა და არგენტინა - ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.