მესიმ ახალი თაობიდან დაასახელა ფეხბურთელი, რომელშიც საკუთარ თავს ხედავს
1734179305
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ესპანეთს, პორტუგალიასა და მაროკოს მიანიჭა.
ჯერ არ დასტურდება, რომელ სტადიონზე ჩატარდება ფეხბურთში რიგით 24-ე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. როგორც ავტორიტეტული გამოცემა TheAthletic-ი წერს, ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას მადრიდის „რეალის“ სტადიონი, „სანტიაგო ბერნაბეუ“ უმასპინძლებს.
2019-2024 წლებში მადრიდში მდებარე სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც 78 297 მაყურებელს იტევს. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დამონტაჟდა მოძრავი სახურავი და შეიცვალა უამრავი დეტალი.
სტადიონმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს პირველად 1982 წელს უმასპინძლა. მაშინ იტალიის ნაკრებმა დასავლეთ გერმანია დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ფიფა-მ 2034 წლის მუნდიალის მასპინძელიც აირჩია, 25-ე მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ჩატარდება.