მორის ყვითელაშვილი ფინალურ ეტაპზე გავიდა

მორის ყვითელაშვილი

პეკინის ზამთრის ოლიმპიადის მე-5 საშეჯიბრო დღეს ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცებში ინდივიდუალური ასპარეზობა დაიწყო, რომელშიც ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

მოკლე პროგრამაში ყვითელაშვილმა კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 97.98 ქულა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 30 სპორტსმენიდან ფინალურ ეტაპზე 24 საუკეთესო გადადის.

მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილზე ამერიკის სახელით მოასპარეზე "ნათან ჩენია", რომელსაც უნაკლო გამოსვლა ჰქონდა და 113.97 ქულა დაიმსახურა.