1736970770
მესიმ ახალი თაობიდან დაასახელა ფეხბურთელი, რომელშიც საკუთარ თავს ხედავს
„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ახალი თაობის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
„ახალი თაობის ფეხბურთელი, რომელშიც ახალგაზრდა საკუთარ თავს ვხედავ? მომწონს დღევანდელი ახალგაზრდა ფეხბურთელები, მათ ბევრი რამ ელოდებათ წინ. რა თქმა უნდა, გაგებული მაქვს ლამინ იამალის შესახებ. მან აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს თანმიმდევრულობა, მაგრამ ეს დამოკიდებულია მასზე და ასევე სხვა ფაქტორებზე. ის უკვე დღეს შესანიშნავად წარმოაჩენს თავს და დარწმუნებული ვარ, რომ ნათელი მომავალი ელოდება“, – მოჰყავს მესის სიტყვები Football Espana-ს.
ამ სეზონში 17 წლის იამალმა „ბარსელონაში“ 20 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.