მართა ჭაფოძემ და ვახტანგ კანკიამ ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

მართა ჭაფოძემ და ვახტანგ კანკია

სამხრეთ აფრიკა ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიოს პირველობაზე - 15 წლამდე სპორტსმენებს შორის შერეულ ესტაფეტაზე, მართა ჭაფოძემ და ვახტანგ კანკიამ მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

დღეს ქართველი სპორტსმენები ბიატლში ინდივიდუალურ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

ქართველი სპორტსმენების მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.