მარნეულში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის გაიმართა

მარნეული

წარმატებით დასრულდა 2022 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის, რომელსაც ტრადიციულად მარნეულის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა მოკრივეებმა და დაიკავეს შემდეგი საპრიზო ადგილები. 

52 კგ წონით კატეგორია
მეორე ადგილი- როიალ ბადალოვი 
90 კგ წონით კატეგორია
მეორე ადგილი- ფაზილ სულთანოვი
46 კგ წონით კატეგორია
მესამე ადგილი- გიორგი მირზოიანი

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტურნირზე გამარჯვებული სპორტსმენებით დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები, მოსწავლე მოკრივეთა შორის, რომლებიც შემდგომ საქართველოს სახელით იასპარეზებენ სხვა და სხვა საერთაშორისო ტურნირზე, მათ შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ :კრივის ფედერაციის პრეზიდენტი- დავით წიკლაურიქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული- გიორგი დოხტურიშვილიმარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში- ზაურ დარგალიმარნეულის მუნიციპალიტეტის მერი- კენან ომაროვიმარნეულის მუნიციპალიტეტის სარებულოს თავმჯდომარე- ამირან გიორგაძემარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი, ქვემო ქართლის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი- მამუკა ნავერიანი