VIDEO: რა მოხდა სტადიონზე „ლეგენდების მატჩის“ შემდეგ
1747429096
საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატი იყო პირადი და ჩატარდა მხოლოდ "კლასიკური მშვილდის" კაცების და ქალების კატეგორიაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 21 წლამდე ასაკის მშვილდოსნები.
საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა 18 მეტრზე დარბაზში, მსოფლიო ფედერაციის "WORLD ARCHERY" (WA) -ის წესების მიხედვით.
ჩემპიონატზე, გოგონების და ბიჭების კატეგორიაში ფინალისტებს შორის, გათამაშდა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მშვილდოსნობის დამფუძნებლის გიორგი გორდეზიანის სახელობის თასი.
თასის მფლობელი გახდა ვაკო შაქარაშვილი, რომელსაც გადაეცა ფულადი ჯილდო 2000 ლარი.
ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოთი.
პირველი ადგილზე გასულ სპორტსმენს გადაეცა 400 ლარი, მეორე ადგილზე გასულს 300 ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გასული 200 ლარი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი