მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ქალაქ სარაევოში გაიმართა 2024 ევროპის ჩემპიონატი ვეტერან ძიუდოისტთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ვეტერანმა ძიუდოისტებმა. მათი მონაგარია გუნდურში ორი ოქროს, ხოლო პირად ჩათვლაში, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი.

გუნდურში პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ რზა აბასოვი და სანდრო იაკობაშვილი.

პირად ასპარეზობაში 81 კგ წონითი კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა რზა აბასოვმა, ხოლო  66 კგ წონითი კატეგორიაში  მეორე  ადგილი მოიპოვა ვაჟა მუმლაძემ.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის წევრი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი.