კვარაცხელიას მწვრთნელად მოურინიო? - რას წერს სპორტული გამოცემა

ხვიჩა და მაურინიო

ბრიტანული The Sunday Times-ის ცნობით, "რომადან" დათხოვნილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ საუდის არაბეთის "ალ შაბაბის" მწვრთნელობაზე უარი განაცხადა, ვინაიდან მუშაობის გაგრძელება ევროპაში და კერძოდ იტალიაში სურს.

გამოცემის მტკიცებით, მოურინიო კარიერის გაგრძელების ვარიანტს მშვიდად ელის და მომავალ კვირაში თანამემამულე აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან ერთად "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება. ამიტომ მას იტალია არ დაუტოვებია.

ნეაპოლური მედია ირწმუნება, რომ პორტუგალიელის აზრით, ნეაპოლურ კლუბს განვითარებისთვის "რომაზე" მეტი ფინანსური რესურსი გააჩნია და უნდა თავისი მაღალი კვალიფიკაცია დაამტკიცოს, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. მას დიდი ამბიციები გააჩნია და თვლის, რომ შეუძლია "ნაპოლის" სკუდეტო მოაპოვებინოს.

პრობლემა შეიძლება გახდეს "განსაკუთრებულის" მიერ მოთხოვნილი მაღალი გასამრჯელო და ის, რომ სატრანსფერო პოლიტიკა თავად უნდა განაგოს და აგრეთვე, არ დაუშვებს კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გუნდის საქმეებში ჩარევას. მზადაა კი დე ლაურენტისი მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?

გამოცემა Rai-ს ცნობით, ჟოზე მოურინიომ "ნაპოლის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ულამაზესი კადრები სუხიშვილების სოლისტისა და თავისუფალი თეატრის მსახიობის ქორწილიდან

22 იანვარს პირველად... რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და ვისთვის იქნება გადამწყვეტი ცვლილებები

ზოდიაქოს 4 ნიშანს თებერვალში წარუმატებლობა ელის - ვინ უნდა მოემზადოს სირთულეებისთვის და როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემები