კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა - „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში გავიდა

ნკ

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში ნაციონალ 2-ის (საფრანგეთის რანგით მეოთხე დივიზიონი) „სტად ბრიოშენს“ ესტუმრა და იოლად დაამარცხა – 7:0.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ორი საგოლე შეტევა წამოიწყო – ანგარიში მე-16 წუთზე ჟოაუნევეშმა გახსნა, ხოლო 36-ე წუთზე მასპინძელთა კარი გონსალო რამოშმა აიღო.

ლიუის ენრიკემ კვარაცხელია 62-ე წუთაზე შეცვალა. მანამდე ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, რომელიც რამოშმა48-ე წუთზე გოლად აქცია. პორტუგალიელმა მალე ჰეთთრიკიც შეასრულა, მის გარდა თავი გამოიჩინეს, დეზირე დუომ (55), სენი მაიულუმ (66) და უსმან დემბელემ (85).

„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასევე ითამაშებენ „დიუნკერკი“ (ამ გუნდში გია გურული მუშაობს), „რეიმსი“ და „კანი“.