ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა - Football Transfers

khvicha kvaratskhelia

მას შემდეგ, რაც იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, ქართველი ფეხბურთელის მიმართ სხვა კლუბებისგან ინტერესი ისევ გაჩნდა. 22 წლის შემტევის შეძენით ამჯერად ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა. ინფორმაციას „Football Transfers“-ი ავრცელებს.

იტალიური ვებ-გვერდის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, მისი ხელფასი ნაპოლიში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და წელიწადში მხოლოდ 1 200 000 ევროს გამოიმუშავებს. სტატიაში წერია, რომ იტალიურ გუნდსა და ქართველ შემტევს შორის კრიზისიც ამან წარმოქმნა.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 19 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. კვარაცხელია მოედანს დისკვალიფიკაციის შემდეგ „ვერონასთან“ მატჩში, 4 თებერვალს დაუბრუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ იყო ქალი, რომელიც „სიყვარულის წამლის“ გაყიდვით, სერიულ მკვლელად იქცა - 150 კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფოტოები - ნახეთ, როგორია განახლებული წერეთლის გამზირი

„ინფორმაცია გაავრცელეთ ახალგაზრდებში!“ - ნარკოლოგის გაფრთხილება