1734207713
„იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ჩემი დაბრუნება არ სურდათ" - მიქაუტაძე ლიონზე საუბრობს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლიონის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ Olympique et Lyonnais-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა:
„იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ჩემი ლიონში დაბრუნება არ სურდათ, მაგრამ მჯეროდა ამ ტრანსფერის და დაბრუნება ძალიან მინდოდა. ახლა კი ბედნიერი ვარ, რადგან სახლში ვარ. ყველაფერი გამოსწორდება, ეს დროის ამბავია და ჩემი სურვილია, რომ ლიონთან ერთად ისტორია შევქმნა, მოვიგო რაც შეიძლება მეტი ტიტული და გავიტანო ბევრი გოლი.
ბევრს არ ვფიქრობ გატანილ გოლებზე... არც იმაზე, სასტარტოში დავიწყებ თუ სკამიდან შევალ მოედანზე — მთავარია ბევრი ვიშრომო და საკუთარ თავზე ვიმუშაო. გაამართლებს ეს ყველაფერი თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ვიცი, რომ კიდევ მექნება შანსები. მჯერა, რომ შემიძლია სასტარტოს ფეხბურთელი ვიყო.
ლიონში თამაში ბავშვობის ოცნების ახდენაა. ბედნიერი ვარ, რომ ამ მაისურით ვთამაშობ და გოლებს ვიტან."
ქართველმა ფორვარდმა ამ სეზონში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა.