“ჩამოსულია მიწის მასა… იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა” - გზების დეპარტამენტი
1752643786
იტალიის სუპერთასის მფლობელი მილანის „ინტერი“ გახდა. ტურნირის ფინალში მილანელები ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს, არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.
კვარაცხელია ამ დროს მოედანზე უკვე არ იმყოფებოდა - მე-60 წუთზე მეტოქესთან უხეშობისთვის ნეაპოლელთა „ნაპოლის“ თავდამსხმელმა , ჯოვანი სიმეონემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი 10 მოთამაშით დარჩა, 70-ე წუთზე მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ქართველი თავდამსხმელი შეცვალა.