ილია სულამანიძე იერუსალიმის მასტერსის გამარჯვებულია

ილია სულამანიძე

ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე (-100 კგ) ისრაელის ქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ტურნირის - მსოფლიოს მასტერსის გამარჯვებულია.

21 წლის სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში ნიდერლანდების წარმომადგენელი სიმეონ კატარინა დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა მასტერსზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძემ, ხოლო, ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.