გივი მაჭარაშვილმა მაგომედხან მაგომედოვი დაამარცხა და პარიზის ოლიმპიადის ფინალში გავიდა

მაჭარაშვილი

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97კგ) ფინალის საგზური მოიპოვა.

ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა თავისთვის პრინციპული მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა.

ფინალში ევროპის ორგზის ჩემპიონის, გივი მაჭარაშვილის მეტოქე ამერიკელ კაილ სნაიდერსა და ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტუჟუდინოვს შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ოლიმპიური ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125კგ) იბრძოლებს, მისი მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეა.