გიორგი ქვილითაიამ რუსულ კლუბში გადასვლაზე უარი თქვა

გიორგი ქვილითაია

რუსული პრემიერლიგის კლუბ სოჭს „აპოელის“ ქართველი კაპიტნის, გიორგი ქვილითაიას შეძენა სურდა. სოჭი მზად იყო „აპოელისთვის“ გიორგი ქვილითაიას ტრანსფერში თანხაც გადაეხადა, თუმცა, ქართველმა ფეხბურთელმა უარი თქვა.

Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, სოჭი გიორგი ქვილითაიას წლიურ ანაზღაურებად 700,000 ევროს სთავაზობდა.

30 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი „აპოელთან“ 4 თვეში მთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება, გიორგი ქვილითაიას რუსეთის ჩემპიონატში თამაში არ სურს.