„EURO 2024-ის შემდეგ გადავწყვეტ!“ - კვარამ დუმილი დაარღვია

ხვიჩა კვრაცხელია

კვარამ დუმილი დაარღვია - EURO 2024-ის შემდეგ გადავწყვეტ!

თურქეთის ნაკრებთან 1:3 წაგებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ 23 წლის ფეხბურთელმა მატჩის შეფასების გარდა, Sky Sports-თან ინტერვიუში კომენტარი საკუთარ მომავალთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, გაცილებით მეტს ვიმსახურებდით. გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და ფეხბურთი ასეთია - შეცდომებს არ გპატიობს. 

ახლა მთავარია, ძველებური მონდომებით მუშაობა განვაგრძოთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი კიდევ გვექნება. საკლუბო თემებზე ახლა არ ვისაუბრებ, რადგან მთლიანად ეროვნულ ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. დასრულდება კონტინენტის პირველობა და გადავწყვეტ, საბოლოოდ, „ნაპოლიში“ დავრჩები,თუ სხვა კლუბში განვაგრძობ კარიერას“- თქვა კვარაცხელიამ.