„ძალიან სასიხარულო ინფორმაცია დადასტურდა!“ - ცნობილია სად ითამაშებს საქართველოს ნაკრების მცველი

სპორტი

საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი საფეხბურთო კარიერას „კრემონეზეში“ გააგრძელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, „კრემონეზე“ „ვოლფსბერგერს“ ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს გადაუხდის. 

„ძალიან სასიხარულო ინფორმაცია დადასტურდა!

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, სერია A-ში ითამაშებს საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილიც,

რომელიც „კრემონეზეს“ ღირსებას დაიცავს!“, - წერენ სოციალურ ქსელში.