დეივსონ ფიგერიდოს მერაბ დვალიშვილთან ჩხუბი სურს

დვალიშვილი

უმსუბუქესი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, რომელიც ხვალ რუსი მებრძოლის წინააღმდეგ იასპარეზებს. მან ასევე თავისი სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.

"შაბათს პიოტრ იანის წინააღმდეგ ვჩხუბობ, მისი დამარცხება შესანიშნავ პოზიციაში მომაქცევს, რომ ტიტულზე ვიბრძოლო. მისი დამარცხების შემდეგ მე მერაბი მსურს" - განაცხადა დეივსონ ფიგერიდომ UFC-სთან ინტერვიუში.

თუ ბრაზილიელმა მებრძოლმა ნამდვილად შეძლო იმ გამოწვევის გადალახვა, რომელიც ხვალ პიოტრ იანის სახით ელოდება, დიდი შანსია, რომ ეს დაპირისპირება მალე ვიხილოთ.