1740477955
Augustus: ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე გამაოცა, გიორგი გაგუაა

ცნობილი საფეხბურთო მიმომხილველი Augustus, რომელიც მუშაობს პრემიერლიგის, ბუნდესლიგისა და ლა ლიგის სიახლეებზე, Twitter-ის გვერდზე ქართველ ფეხბურთელ, გიორგი გაგუაზე წერს: “ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ამ დრომდე ევრო 21-წლამდელებზე გამაოცა, გიორგი გაგუაა, რომლის შესახებაც შეჯიბრებამდე არასდროს მსმენია. ის მეჩვენება, როგორც მანჯუკიჩის ქართველი პროტოტიპი. მაინტერესებს, რისი გაკეთება შეუძლია დღეს ნიდერლანდების წინააღმდეგ“, - ვკითხულობთ Augustus-ის ტვიტერის გვერდზე.
One of the players who has surprised me at Euro U21 so far is Giorgi Gagua, who I had never heard of before the competition.
— AUGUSTUS (@Der_Augustus) June 27, 2023
He strikes me as Georgia's 'Mandzukic prototype'. I'm curious to see what he can do vs the Netherlands today.