21 სექტემბერს, თბილისში გაიმართება შესანიშნავი მატჩი მილანისა და საქართველოს ნაკრების ლეგენდებს შორის, არ გამოტოვოთ ეს არაჩვეულებრივი თამაში, შევხვდებით ძალიან მალე - მარკუს კაფუ

კაფუ

21 სექტემბერს თბილისში გასამართ საფეხბურთო მატჩს ვეტერანი ფეხბურთელი მარკუს კაფუ ეხმიანება.

იგი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, აღნიშნული მატჩი არ გამოტოვონ.

„ძვირფასო მეგობრებო, შაბათს, 21 სექტემბერს, თბილისში გაიმართება შესანიშნავი მატჩი მილანისა და საქართველოს ნაკრების ლეგენდებს შორის, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები გამოვლენ. არ გამოტოვოთ ეს არაჩვეულებრივი თამაში, რადგან თქვენს წინაშე ძალიან ბევრი ჩემპიონი წარდგება. დიდი სიყვარულით, მოკითხვა კაპიტანი კაფუსგან. შევხვდებით ძალიან მალე“, - განაცხადა კაფუმ.

21 სექტემბერს თბილისში მორიგი გამორჩეული საფეხბურთო მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების ლეგენდები - მილანის ლეგენდების წინააღმდეგ. ვარსკვლავების თამაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართება. მატჩამდე 8 დღით ადრე ფეხბურთელებმა მიმართვები ჩაწერეს, სადაც აღნიშნავენ, რომ თბილისში ჩამოსვლას მოუთმენლად ელიან. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 5 სექტემბერს დაიწყო. თამაში კი 21 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.