წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ვინაობა ცნობილია - ნახეთ ვინ გახდა People Magazine-ის რჩეული

ჯონ კრასინსკი

People Magazine-მა ჯონ კრასინსკი 2024 წლის ყველაზე სექსუალურ კაცად დაასახელა.

ჯონ კრასინსკის წინამორბედი გრეის ანატომიის ვარსკვლავი, პატრიკ დემპსი იყო — ის 2023 წლის ყველაზე სექსუალური კაცი იყო.

კრასინსკის მაყურებელი ყველაზე კარგად ამერიკულ სიტკომში The Office შესრულებული ჯიმ ჰალპერტის როლით იცნობს. მსახიობმა 2018 წელს ფილმი A Quiet Place გადაიღო, სადაც თავად მონაწილეობს ცოლთან, ემილი ბლანტთან ერთად.