PHOTO: „უკვე სახლში ვართ...“ - ნოდიკო ტატიშვილი მიმართვას ავრცელებს და შვილისთვის მორთული სახლის კადრებს გვიზიარებს

ნოდიკო ტატიiშვილი

სულ რამდენიმე დღის წინ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა. სოციალურ ქსელში მოულოდნელად გამოაქვეყნა ბავშვის ფოტო, რადგან საჯარო არ ყოფილა ინფორმაცია, რომ ის შვილს ელოდა.

ნოდიკოს რჩეული და მისი ქალიშვილის დედა ექიმი თათია ერქვანიძეა.

კესანე სახლში მიიყვანეს და ნოდიკომ სამადლობელი პოსტიც გამოაქვეყნა, ფოტოებთან ერთად:

"ჩემი, თათიას და ჩვენი კესანეს სახელით, დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ყურადღებისთვის, კეთილი სურვილებისთვის!
იგივეს გისურვებთ და მადლობას გიხდით!
უკვე სახლში ვართ..."