კრის როკი ფილმის „კიდევ ერთი ჭიქა“ რიმეიქს გადაიღებს

კიდევ ერთი ჭიქა

ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი კრის როკი დანიური კომედიური დრამის „კიდევ ერთი ჭიქა“ რიმეიქს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათის პროდიუსერებს შორის იქნება ლეონარდო დიკაპრიო და მისი კომპანია Appian Way. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიკაპრიომ შესაძლოა ამერიკულ რიმეიქში ერთ-ერთი მთავარი როლიც შეასრულოს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვინ ითამაშებს სურათში და ვინ იმუშავებს მის სცენარზე.

ტომას ვინტერბერგის „კიდევ ერთი ჭიქა“ 2020 წელს გამოვიდა. მთავარი როლი ფილმში მედს მიკელსენმა შეასრულა. სურათმა მიიღო „ოსკარი“ კატეგორიაში „საუკეთესო ფილმი უცხო ინაზე“.

ასევე წაიკითხეთ:

„გახსოვდეს, ფულს და ბედნიერებას სიჩუმე უყვარს“ – 2024 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

როგორ ვისწავლოთ ეკონომია: 3 სასარგებლო ჩვევა, რომელიც კრიზისის დროს დაგეხმარებათ

„ზღვიდან ქვებისა და ნიჟარების სახლში წამოღება არ შეიძლება, სიკვდილი იცის“ - ტაროლოგი

VIDEO: „სტეფანე როგორც ყოველთვის, სუპერია“ - სტეფანეს და „ცვალებადი ნიშნების“ სიმღერა სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება