Coachella-მ 2024 წლის ლაინაფი დაასახელა

Coachella-მ 2024 წლის ლაინაფი დაასახელა

მუსიკალური ფესტივალის Coachella ორგანიზატორებმა ღონისძიების სრული ლაინაფი დაასახელეს.

2024 წელს ფესტივალის ჰედლაინერები იქნებიან: ლანა დელ რეი, Tyler, The Creator-ი და Doja Cat. ფესტივალზე ასევე დაუკრავენ: Blur-ი, Jungle-ი, Gesaffelstein-ი, გრაიმსი, ჯონ ბატისტი, ჯეი ბალვინი, Ice Spice-ი, Lil Uzi Vert-ი და სხვები.

ამასთან, დაანონსდა რომ ფესტივალზე ჯგუფი No Doubt დაუკრავს, რომლებიც ბოლოს სცენაზე ერთად 2015 წელს გამოჩნდნენ.

Coachella ჩრდილოეთ ამერიკის უმსხვილესი მუსიკალური ფესტივალია და ყოველწლიურად კალიფორნიის ქალაქ ინდიოში ტარდება. წელს ის ორ ეტაპად 12-14 აპრილს და 19-21 აპრილს ჩატარდება. ფესტივალზე დასასწრები ყველა ერთდღიანი ბილეთი (125 ათასი) უკვე გაყიდულია. სამდღიანი ბილეთების გაყიდვა კი 19 იანვრიდან დაიწყება.