შემზარავი ვიდეო: ქალს ზვიგენი დაესხა თავს - შოკისმომგვრელი კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს (ეგვიპტე)

zvigeni

ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ჰურგადაში ზვიგენმა წითელ ზღვაში მოცურავე ავსტრიელ ტურისტს ხელ-ფეხში უკბინა. ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად სანაპიროზე გარდაიცვალა.

შემზარავი შემთხვევა პირველ ივლისს მოხდა. სოციალურ ქსელში ტრაგედიის თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ სამაშველო სამსახურმა ძალიან დააგვიანა. მხოლოდ ვიდეოჩანაწერი გრძელდება 1 წუთი და 17 წამი და ამ ხნის განმავლობაში არცერთი მაშველი არ გამოსულა დაზარალებულს დასახმარებლად.

კურორტზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამი დღით აკრძალა ცურვა, დაივინგი და თევზაობა.