„უნდა დავირაზმოთ! ილაპარაკოს თვითონ ბებომ! სალომე მუშაობდა კარაბინიერის ოჯახში, აგვიხსნან სად გაქრა?“ - ფიქრია კუჭუხიძე

იტალი

იტალიაში მყოფი 27 წლის ემიგრანტის, სალომე ტეტუნაშვილის, გაუჩინარების ამბავს ფიქრია კუჭუხიძე, იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფ“-ის (Anolf) ქართველი ოპერატორიც უერთდება და საემიგრაციო საზოგადოებას მოუწოდებს, სოლიდარობის მიზნით ყველა კანონიერი ფორმა გამოიყენონ.

„არავის არ აქვს უფლება ჩვენი წილი სიცოცხლე ხელყოს უცხო მიწაზე. ვფიქრობ საჭიროა, სახელწოდებით „სალომესთვის“, ქალაქ ნეაპოლში სოლიდარობის გამოხატვის კანონიერ ფორმას მივმართოთ. მშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები არსებობს აქ?!

ვფიქრობ უნდა დავირაზმოთ! ვფიქრობ... ვწერ... ვწერ და შემდეგ სიმშვიდე მღალატობს... იქნებ, როგორ შეაშინეს და ვერ ჩნდება. იქნებ დახმარება სჭირდება. მერამდენე დღე გადის ამაოდ და სალომე, რომელიც მუშაობდა კარაბინიერის ოჯახში, ნუთუ ასეთი ძნელია აგვიხსნან სად გაქრა?

ნეაპოლის საემიგრაციოს შეუერთდება ქალაქი ბარი მჯერა....ვიცი სამართალდამცველების ჩართვა, მაგრამ აქ იკვეთება უამრავი მაგრამ! დრო გადის უშედეგოდ. მაშ რა ხდება?“, - წერს კუჭუხიძე.

„დღეს იმაზე მეტი უნდა ვიყოთ, ვიდრე გუშინ. აუცილებელია ადვოკატი, შემდეგ კანონის გათვალისწინებით მოქმედება. უპირველესად მკაცრად და სასტიკად მოვითხოვოთ, გამოვიდეს ოჯახის უფროსი და დეტალურად ახსნას, თუ რა მოხდა. საშუალება უნდა მოგვცეს, რომ ილაპარაკოს თვითონ ბებომ ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალზე. მშვიდობიან ფარგლებში მოვთხოვოთ, დანიშნულ დროში ალაპარაკდეს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები გავხდებით, ძალის გამოყენებით შევიდეთ მის სახლში და ჩვენვე ჩავატაროთ ჩხრეკა და დავუმტკიცოთ და გავაგებინოთ, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ მომვლელები და ძალაუფლებები ჩვენც გაგვაჩნია, არ დავნებდებით არც ერთ შემთხვევაში. ნუ გავხდებით უსუსურები. ეს უნდა იყოს ძალიან კარგი ორგანიზირებული, ხალხო და არა ისე, როგორც გუშინ”, – წერს ერთ-ერთი ემიგრანტი.