უბედური შემთხვევა გორში - ავარიას ქალი ემსხვერპლა

პოლიცია ლენტა

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ავარიას ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქვეით ქალს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე ნახეთ:

“ყოველ ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება, ეს თვისება ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში“- მეუფე შიო

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი - როდის ელოდებიან სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას

✕