თურქეთში ქართული სანომრე ნიშნით მიკროავტობუსი ამოტრიალდა - არიან დაშავებულები და ორ მგზავრს ეძებენ

policiis lenti

თურქეთში, ტრაპიზონის ჩარშიბაშის რაიონში, ქართული სანომრე ნიშნით მიკროავტობუსი ამოტრიალდა, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, ორს კი, მათ შორის მოზარდს ეძებენ.

ამის შესახებ ცნობებს თურქული მედია ავრცელებს. 

"საშინელი უბედური შემთხვევა მოხდა დღეს ტრაპიზონში, ჩარშიბაშის რაიონში. როდესაც მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ კედელს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა.

მიკროავტობუსში 7 ადამიანი იმყოფებოდა, 5 დაშავებული ადამიანი გადმოიყვანეს. 2 პირის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთაგან ერთი სავარაუდოდ, ბავშვია. 

შემთხვევის ადგილზე  დაშავებულებს სამედიცინო ჯგუფებმა პირველადი დახმარება გაუწიეს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია." - წერს გამოცემა.