ტრაგედია სამტრედიაში - მამაკაცი, ქარისგან დაზიანებული სახურავების შეკეთების დროს გადავარდა და გარდაიცვალა

musha

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა.

45 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ადგილობრივია და სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.

მამაკაცი ერთ-ერთ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ასრულებდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს გამოძიება.