ტრაგედია ქობულეთში - ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო

დაიხრჩო

ტრაგედია ქობულეთში - ზღვაში შესულმა 12 წლის მოზარდმა ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო და დაიხრჩო.

ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.