საქართველოს საზღვართან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

საქართველოს საზღვრიდან 64 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„დღეს, თბილისის დროით 18:08 საათზე თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში მოხდა 5.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.