რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა

ყვითელი ლენტი

რუსთავში, შარტავას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შედეგად დაშავდა ერთი ოჯახის ოთხი წევრი - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად.

მსუბუქი დაზიანებები მიიღო მეორე ავტომანქანის მძღოლმა. გარდაცვლილი ჩვილის დედა რეანიმაციულ განყოფილებაში, შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.