1760126513
როგორია მეზობლის მიერ დაჭრილი კაცის მდგომარეობა
60 წლამდე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეზობელმა ჭრილობები ცივი იარაღით მტევნის არესა და თითებზე მიაყენა, სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც ირკვევა, დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნივთის გადატანას მოჰყვა, რაც დაჭრით დასრულდა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.









