როგორია 18 წლის მეგობრის მიერ დაჭრილი გოგოს მდგომარეობა - ახალი ინფორმაცია

საავადმყოფო

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მეგობრის მიერ დაჭრილი 21 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის თქმით, პაციენტი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა ახლა ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, რუსთავში 18 წლის გოგომ მეგობარი გუშინ დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაჭრამდე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ერთ-ერთი ვერსიით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

21 წლის ქალი სასწრაფომ რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა