ოზურგეთში, 84 წლის ქალი საკუთარ საწოლში მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს - რა ვერსიაზე საუბრობს პოლიცია

პოლიცია

ოზურგეთში, 84 წლის ქალი, საკუთარ საწოლში ყელზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თვითდაზიანებები მიიყენა. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მას დაზიანებები  ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით) არის დაწყებული.