ოჯახი 13 წლის მოზარდს ეძებს

დაჩი ქარჩავა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახი 13 წლის მოზარდს ეძებს, რომელიც გუშინ წავიდა სახლიდან და არ გამოჩენილა.

„მეგობრებო, ოჯახის თხოვნითა და ნებართვით ვდებ ამ განცხადებას.  გთხოვთ, დაგვეხმაროთ გავრცელებაში  ოჯახი ეძებს 13 წლის დაჩი ქარჩავას.

დაჩი ფოთიდანაა. ის გუშინ წავიდა სახლიდან, მშობლების ნებართვის გარეშე! მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, გუშინ, ფოთიდან ბათუმში წამოვიდა. ჩამოვიდა საბაგიროსთან.მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.თუ სადმე შენიშნავთ, ან გაქვთ მასზე რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დაეხმაროთ ოჯახს და დაურეკოთ ნომერზე 551114010 დედა-ნანა მარგალიტაძე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.