1747322344
მოზარდი ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს - რა მოხდა რუსთავში

რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა ეზოში 14 წლის ბიჭი ნაცემი და უგონო მდგომარე იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობითვე, მოზარდს ფიზიკურად თანატოლები გაუსწორდნენ და ეზოში მიატოვეს.
არასრულწლოვანი თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" შეიყვანა, საიდანაც პაციენტი კატასტროფის ეკიპაჟმა ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
14 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველების მხრიდან მხილებულია რამდენიმე არასრულწლოვანი.