მძიმე ავარია თბილისში - დამტვრეულია 5 ავტომობილი

ყვითელი ლენტი

რამდენიმე წუთის წინ, მძიმე ავარია მოხდა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე. დამტვრეულია 5 მანქანა, მათ შორის, 1 ტაქსი, სადაც მძღოლთან ერთად, მგზავრებიც ისხდნენ.

თავდაპირველად ინფორმაცია მომხდარის შესახებ ,,რეზონანსმა“ გაავრცელა. 

ფაქტის გადასამოწმებლად ,,პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში აცხადებენ რომ ავარიის შედეგად დაშავდა მხოლოდ ერთი პირი.