მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი ბავშვებს მუხლებზე დაყენებით სჯის

მოსწავლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი მე-4 კლასის მოსწავლეებს მუხლებზე დაყენებას აიძულებდა და ისე უტარებდა გაკვეთილს. ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი Aktual.ge ავრცელებს.

ქართული ენის მასწავლებელი რაჰმან მუსაევი მე-4 კლასის მოსწავლეებს, საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო, დასჯის მიზნით, აიძულებს მუხლებზე დადგნენ. დასჯილ ბავშვებს კი ფოტო გადაუღო და ახლობლებს გაუგზავნა.

მუსაევი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ინფორმაციას რესურსცენტრის ხელმძღვანელიც ადასტურებს.