რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო - ექიმის გაფრთხილება
1769194343
კვიპროსის ქალაქ პაფოსში მცხოვრები ქართველები სასტიკად სცემეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Phileleftheros-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უცნობი პირების თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ქართველი საავადმყოფოში მოხვდა. დაზარალებულებმა - 36 და 47 წლის ქართველებმა პოლიციას მიმართეს. მათი საჩივრის მიხედვით ირკვევა, რომ პაფოსის სანაპიროზე ყოფნისას, მათ თავს უცნობი პირები დაესხნენ და ყოველგვარი მიზეზის გარეშე სცემეს.
დაზარალებულებმა ადგილობრივ ჰოსპიტალს მიმართეს. მათ სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდათ. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, დაზარალებულები კლინიკიდან გაწერეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.