ხობში, მე-11 კლასელი სკოლის ფანჯრიდან გადავარდა

შემთხვევა

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის შენობის მესამე სართულიდან მე-11 კლასელი გოგონა ფანჯრის რაფიდან გადმოვარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის,5 წუთიანი შესვენების დროს მოხდა.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს თვითმხილველებისა და პედაგოგების გამოკითხვები. 

მოზარდი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.