ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან იქნება სიახლე
1762892292
საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის, "ჰერკულესის" კატასტროფის ადგილზე, მდინარე იორის მარჯვენა სანაპიროზე, სამი ქვეყნის ერთობლივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ იპოვეს დაღუპულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
კატასტროფის ადგილზე გაზრდილია ძებნა-შველის ოპერაციის არეალი. ადგილზე რჩებიან საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.