ქალს სახლის ქვეშ კაკუნის ხმა ესმოდა - რა დახვდათ პოლიციელებს სარდაფში
1734209929
„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა გუდაურში, იმ რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი, სადაც ამ დილით 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მისი თქმით, დაღუპულია რესტორნის მთლიანი სტაფი, მათ შორის 25 წლამდე ქართველი გოგო.
„არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, ახლა ექსპერტიზა ტარდება. მთელი ჩვენი სტაფია დაღუპული. მათ შორის ჩემი მაზლიცაა. ეჭვობენ, რომ გენერატორის ბრალია. შუქი არ იყო და გენერატორი ჩართეს. იცით თბილისშიც რა ამინდი იყო გუშინ. გენერატორი ჩაურთავთ, გარეთ არ გაუდგამთ თურმე, კარებიც დაუხურია ვიღაცას. არადა კარი სულ ღია იყო ხოლმე, როცა გენერატორს რთავდნენ. ეტყობა ძალიან, რომ ციოდა ეს კარიც დაკეტეს და გაიგუდნენ. ჩვენც ახლა დაკითხვაზე ვარ. დილით ჩვენმა ტაქსის მძღოლმა, პროდუქტები ჩამოიტანა თბილისიდან და მან ნახა ცხედრები“, - ამბობს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.