ჩხოროწყუში, ბაზრის სიახლოვეს, რამდენიმე ოჯახის ჯიხური დაიწვა

ხანძარი

ჩხოროწყუში, ბაზრის სიახლოვეს, რამდენიმე ოჯახის ჯიხური დაიწვა. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„მთელი ქონება დაეწვათ და მძიმე მდგომარეობა შეექმნა რამდენიმე ოჯახს“,-წერენ კომენტარში სადაც ხანძრის შესახებ ვიდეო ვრცელდება.