ჩინეთის პროვინცია სიჩუანში რამდენიმე თვის წინ გახსნილი ხიდის ნაწილი ჩაინგრა

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში რამდენიმე თვის წინ გახსნილი ხიდის ნაწილი ჩაინგრა

ჩინეთში რამდენიმე თვის წინ გახსნილი ხიდი დაინგრა. ამის შესახებ „როიტერი” წერს.

შემთხვევა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პროვინცია სიჩუანში, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და ტიბეტს შორის დამაკავშირებელ გზატკეცილზე მოხდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ხიდის ნაწილის ჩამონგრევა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამ დრომდე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მათივე თქმით, ხიდის დანგრევამდე ახლომდებარე ფერდობებსა და გზებზე ბზარები გაჩნდა, ხოლო მთის რელიეფზე ძვრები შეინიშნებოდა, რის გამოც ხიდი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩაკეტეს.