ბორჯომის ტყეში კაცი სავარაუდოდ, ხის დაცემისგან გარდაიცვალა

პოლიციის ლენტი

ბორჯომის ტყეში კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
გავრცელებული ცნობით, კაცს ტყეში სავარაუდოდ, ხე დაეცა. გარდაცვლილი ბორჯომის მცხოვრებია.

უცნობია მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები.  „პრაიმტაიმი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.