1752349956
ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სიღნაღში, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი ბოდბის დედათა მონასტრის ავტოსადგომის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ის სავარაუდოდ სადგომზე მომუშავე მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც სოფელ ნუკრიანიდან არის.
წინასწარი ინფორმაციით, მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. რა გახდა გარდაცვალების რეალური მიზეზი, გამოძიება დაადგენს.
ასევე ნახეთ:
ავარია კახეთში - რა ხდება შემთხვევის ადგილზე და როგორია დაშავებულების მდგომარეობა
ძლიერი ყინვა, თოვლი და ნისლი - გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ