ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კომაშია - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

მინდია

მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 24 წლის ახალგაზრდას, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

„ჩემი მეგობარი 24 წლის მინდია მგელაძე იბრძვის სიცოცხლისთვის 15.12.2022-ში მას (ფეხით მიმავალს) დაეჯახა ავტომობილი, რის შედეგადაც მიიღო თავის ტვინის მძიმე დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობა, რის გამოც ჩაუტარდა მენჯის ფიქსაცია (ფიქსატორებით). ამჟამად ის კომაშია და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

დღემდე მიმდინარეობს მკურნალობა კლინიკაში, თუმცა მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და საჭიროებს მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებას.

გთხოვთ, გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ 24 წლის მინდიას, რათა შევძლოთ მისი სიცოცხლის შენარჩუნება და დავუბრუნოთ ჩვეულ ცხოვრებას! = 

ახლა, მინდიასთვის ჩვენგან გაღებული თითოეული თეთრი ჰაერივით მნიშვნელოვანია. მინდო, უფალი შენთანაა. ამინ

ანგარიშის რეკვიზიტები:

თი ბი სი

GE91TB7115945061100046;

მიმღები – ნონა ფუტკარაძე.

საქართველოს ბანკი:

GE67BG0000000161084400

მიმღები – მანანა მგელაძე” – წერს მერაბ ღოღობერიძე.